top of page

და არა მხოლოდ რადიო ...

  • May 1
  • 1 min read

რადიო გურია იმ გუნდმა დააფუძნა, რომელიც უკვე წლების განმავლობაში მართავს გურიაში ერთადერთ ტელევიზიას - TV Guria-ს და ონლაინ მედია პლატფორმა Guria-ს.


რადიოს შექმნის იდეა იმასაც უკავშირდებოდა, რომ შეგვექმნა მედია ორგანიზაციების ნამდვილი სინერგიის ეფექტი.


ჩვენი მსმენელები მიიღებენ მუდმივად განახლებად ინფორმაციას მძლავრი მედია პლატფორმებიდან, ჩვენი გადაცემები კი ჩვენი პარტნიორი ორგანიზების გვერდებზეც იქნება ხელმისაწვდომი.


ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ტრადიციული მედიის დრო არათუ წავიდა, არამედ ახლა იძენს მეორე სიცოცხლეს.


ჩვენ გვჯერა, რომ ხარისხიანი მედია პროდუქტის ადგილი ყოველთვის არის და იქნება ქართულ საზოგადოებაში და განსაკუთრებით გურიაში, სადაც ინფორმაციის ღირებულება ყველაზე კარგად ვიცით.


ამიტომაც, გელოდებით, 1-ლი ივნისიდან!


გადმორთეთ რადიო გურიაზე!


 
 
 

1 Comment


T.emigrant
T.emigrant
May 21

გილოცავთ! გურიას და გურულებს ვულოცავ!

Edited
Like
bottom of page