პირველი რადიო გურიაში
- May 1
- 1 min read
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რომ გურულებს აქამდე რადიო არ გვქონდა, ეს მართლაც ასეა.
ჩვენ გურიაში პირველ რადიოს ვხსნით და დიდი გეგმებით 1-ლი ივნისიდან გიმასპინძლებთ.
რას უნდა ელოდეთ ჩვენს ეთერში? - ახალ ამბებს, საინტერესო გადაცემებს და შესაძლებლობას თქვენი ხმა ისმოდეს უკვე რადიო მიმღებებიდანაც.
ჩვენი რადიო იმუშავებს ერთი მთავარი პრინციპით - ეს იქნება ხმა ყველასთვის. რას ნიშნავს ხმა ყველასთვის? - ჩვენ ამას პირდაპირი მნიშვნელობით ვგულისხმობთ.
გაქვთ გადაცემის იდეა? გსურთ თქვენი შექმნილი ნამუშევრის გაზიარება? - დაგვიკავშირდით და ჩვენ დროს აუცილებლად დაგითმობთ.
დაისვენეთ ჩვენთან ერთად!
რადიო გურია




Comments