top of page

რადიო გურიამ მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო

  • May 1
  • 1 min read

2025 წლის 25 სექტემბერს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს რადიო გურიას სახელზე მაუწყებლობის ლიცენზია გასცა.


ლიცენზია რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის შედეგად სწორედ ჩვენმა კომპანიამ მიიღო და ამით დაიწყო გურიაში პირველი რადიოს შექმნის ისტორია.


ლიცენზია მოიცავს საერთო მაუწყებლობის უფლებას გურიაში. ჩვენი გადამცემი სადგურები განთავსებული იქნება ოზურგეთის, ჩოხატაურის და ბახმაროს ტერიტორიაზე და მთელი რეგიონის დაფარვას უზრუნველყოფს.


კომისიის გადაწყვეტილებით ჩვენ მაუწყებლობას 2026 წლის ივნისში შევუდგებით.


დაგველოდეთ FM 94.5 (ოზურგეთი), FM 93.3 (ჩოხატაური) და FM 98.3 (ბახმარო)



 
 
 

Comments


bottom of page